WELCOMER - სამოგზაურო დაზღვევა უცხოელი ტურისტებისთვის
აირჩიე სასურველი პაკეტი და მიიღე დაფარვა მომენტალურად
დამატებითი დაფარვები




რატომ უნდა აირჩიო ARDI WELCOMER?
01
ადგილობრივი სადაზღვევო კომპანია
WELCOMER - არდის დაზღვევის პროდუქტია, რომელიც სპეციალურად უცხოელი ტურისტებისთვის შეიქმნა და უკვე 10 წელია წარმატებით ემსახურება საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. პოლისი ორი ტიპის პაკეტს, WELCOMER-ს და WELCOMER Extreme -ს აერთიანებს. ორივე პაკეტის ლიმიტი 30 000 ლარია, რაც სრულად ფარავს ყველა იმ ძირითად სამედიცინო საჭიროებებს, რომელიც შესაძლოა ვიზიტორს საქართველოში ყოფნის პერიოდში დასჭირდეს და შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ სავალდებულო დაზღვევის სტანდარტებთან.
02
ფართო სამედიცინო ქსელი
დაზღვევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და არდის პროვაიდერ კლინიკებთან სწრაფ კოორდინაციას უზრუნველყოფს. თქვენ გექნებათ მუდმივი წვდომა სანდო კლინიკებსა და საავადმყოფოებზე საქართველოს მასშტაბით.
15+ წლიანი გამოცდილება
500+ პროვაიდერი კლინიკა
15+ წლიანი გამოცდილება
500+ პროვაიდერი კლინიკა
03
სწრაფი ონლაინ მომსახურება 24/7-ზე მხარდაჭერით
არდი კონტაქტი სამედიცინო ასისტანსი 24/7-ზე შესაძლებლობას გაძლევთ საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერის გუნდს მიმართოთ და თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ან სამედიცინო მომსახურების ორგანიზება მომენტალურად მიიღოთ
04
გამჭვირვალე დაფარვა
2026 წლიდან საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა, მინიმალური დაფარვის მოთხოვნა კი დაახლოებით 30,000 ლარია. აუცილებელია პოლისი ფარავდეს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და ჰოსპიტალიზაციას. გარდა სამოგზაურო დაზღვევისა, არდის სადაზღვევო პროდუქტებში შეხვდებით ჯანმრთელობის დაზღვევას, ქონებისა და ავტომობილის დაზღვევას

გადაწყვიტე შეიძინო WELCOMER-ის დაზღვევა?
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევიძინო WELCOMER-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ
WELCOMER-ის პოლისებიდან თქვენთვის სასურველის შეძენისთვის სულ 3 ნაბიჯია საჭირო. გაიარეთ პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ და შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ მარტივად.
- 1აირჩიეთ სასურველი პაკეტი და მიუთითეთ მოგზაურობის თარიღები.
- 2გადაიხადეთ პოლისის ღირებულება ონლაინ.
- 3შეძენის პროცესის წარმატებით დასრულებისას, მიიღეთ პოლისი მომენტალურად.
WELCOMER - სამოგზაურო დაზღვევა უცხოელი ტურისტებისთვის
საქართველოში მოგზაურობა შთამბეჭდავი თავგადასავალია, განსაკუთრებით მაშინ, თუ კულტურული და ისტორიული ძეგლების მონახულებასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონებში დასვენებასა და კემპინგს გეგმავთ. მოგზაურობისას უეცარი ავადობის, ტრავმების ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებისას ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია. არდის შიდა ტურიზმის დაზღვევის პაკეტი - WELCOMER კი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ მშვიდი მოგზაურობისთვის.
